Monday, September 10, 2012

საუბრები საკუთარ თავთან (მიზანი შურისძიება)




ეხლა ხომ მიხვდი ვისთან გაქვს საქმე? ხოდა ძალიანაც კაი ეხლა უკვე იცი როგორც უნდა მოექცე და მოიქცე მასთან იცი რაც უნდა გააკეთო და იცი როგორ მიაყენო იგივე ტკივილი რაც შენ მოგადგა. ეხლა ყველაფერი შენს ხელშია და დაგიბრუნდა სიცოცხლის ხალისი ხო იმიტომ რომ შენში მხოლოს შურისძიების წყურვილი ჩასახლდა. გაგაბოროტა მაგრამ ეს კაია. მაინც დაიტანჯებოდი ისეც და ასეც დაიტანჯები მაგრამ ამ ტანჯვას ის შეგიმსუბუქებს რომ გაამწარებ და შურს იძიებ ხოლმე და იმ ტანჯვას ვერაფერი შეგიმსუბუქებდა.

ძალიან მოგწონს შენი გადაწყვეტილება ხო? ხოდა მოიყვანე სისრულეში ამასობაში გამოჩნდება ადამიანი ვინც ისეთს დაგინახავს როგორი სულიც გაქ სათუთი ფაქიზი მოსაფერებელი ხელშეუხებელი და გული ასე თბილი ტკბილი და მოსიყვარულე დაინახავს შენში თავის დედოფალს და გაქცევს დედოფლად. გამოჩნდება და შენც მთელს ცხოვრებას მას დაუთმობ და შესწირავ.

გუშინ საუბარში გამოგიცხადა იმ გოგოს რომელზეც შენ საუბრობ (იხ. სიყვარული ქცეული ტრაგედიად) მევ და არ დავანებებ ტავს სანამ ცოცხალი ვარო ამან ისე გაგაგიჟა ცრემლები გადმოგცვივდა მიხვდი ყველაფრის არსს და მიზეზს და შენში ძალიან ცუდი მაგრამ მე ვთვლი რომ კარგი გარდატეხა მოხდა. ამოითხარა ის სიყვარული ის პატივისცემა რაც მისადმი გქონდა და ჩასახლდა სიძულვილი ზიზღი და შურისძიება. დათანხმდი იყოს მასე მაგრამ სანამ ის შენს ცხოვრებაში იქნება მიუხედავად ჩემი ქმრობისა ჩემთან სექსუალური ურტიერტობა გეკრზალებაო შენს ოჯახს ის გოგო არ უნდათ ჩემზე გიჟდებიან ამიტომაც შენც გაწყობს ეს და მეც. დავდოთ ხელშეკრულება საქორწინო და გავაგრძელოთ ცხოვრება თქო. გაუკვირდა ამაზე მთანხმდებიო? პირი დარჩა ღია მაგრამ ხო დაინახე რომ შენ იმ მომენტში მასზე გაიმარჯვე. არ მეგონა ასეთი სიყვარული თუ არსებობდა და თუ შეიძლებოდაო ხო თქვა? დაე ეგონოს რომ ეს სიყვარულის სახელით ხდება. ეგონა წამლებისგან გაბრუებული სისულელეებს ვბოდავდი.

დღეს დილით ხომ მიიღე გაკვირვებული მესიჯი მისგან? შენ კაიფში იყავიო გუშინო ამეებს რო ამბობდი და ამაზე რომ დამთანხმდიო?და საპასუხოდ შენგან თავგანწირული სიყვარულის მიზეზი დასახელდა. გაუკვირდა გუშინაც გაკვირვებული იყო არ ეგონა არ ელოდა. ჯერ სადაა კიდევ ბევრჯერ დარჩება გაკვირვებული და კიდევ ბევრი იქნება შემთხვევა როცა ინანებს ყველაფერს.

გგონიათ მიყვარს და უიმისოდ ვერ გავძლებ და ამას იმიტომ ვაკეთებ? არა არაა მასე. გგონიათ რომ ამ საქციელით მას დავემსგავსები? არც ესაა სწორი. მე ტყუილით არასოდეს დამიწყია მასავით ცხოვრება და ურთიერთობა ამიტომ მე მას არ ვგავარ. იგივე იარაღით უნდა ვებრძოლო როგორითაც თვითონ გამანადგურა. გგონიათ ეს ტანჯვას მომიტანს? არა სცდებით ტანჯვა უკვე დავასრულე. ეხლა ერთადერთი ვინც დაიტანჯება ის იქნება ის და მხოლოდ ის. თუ ჩემს ცხოვრებაში ადამიანი გამოჩნდება ვინც შემიყვარებს და დამინახავს ისეთს როგორიც ვარ ის სიმართლეს გაიგებს და მერე მისი გადასაწყვეტი იქნება სურს თუ არა ჩემთან ცხოვრება. ალბათ ვერ გამიგებს შეიძლება ბოროტადაც მიმიძნიოს მაგრამ არ შემიძია მას ვაპატიო ის დამცირებები რაც მისგან მივიღე. მე უმისობა ვისწავლე მე ის გადავიყვარე მე მასზე დამოკიდებული აღარ ვარ მე გავნთავისუფლდი და ასე კარგად და ლაღად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია. ჩემს სახეზე ღიმილი დაიბადა ისევ.

არ ვიცი ვინ რას იფიქრებს არ ვიცინ ვინ როგორ დამინახავს არ ვიცი ვის რა აზრი გაუჩნდება მაგრამ დღესდღეობით ესაა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი ჩემგან. ამასობაში ჩემს ცხოვრებას და კარიერას უფრო მივხედავ და რაც მეტად ძლიერი გავხდები მით მეტად დასუსტდება ის. ვიცი გულში ვუყვარვარ აქვს ჩემს მიმართ რაღაც რასაც ვერ ხსნის ვერც თვითონ ვერც მისი ოჯახი და სწორედ ეს რაღაცა უნდა გავუათმაგო და გავუასმაგო და მაშინ როდესაც ბოდიშებით მოვა ჩემთან მაშინ როდესაც აღსარებას ჩამაბარებს და მოინანიებს სწორედ მაშინ მიხვდება რომ მე ის მხოლოდდამხოლოდ მეცოდება და მისადმი საერთოდ არაფერს ვგრძნობ მეტს. ეს დრო კი ზუსტად ვიცი რომ დადგება აუცილებლად დადგება თანაც საკმაოდ მალე.

დღეს უკვე სხვა განწყობაზე გაიღვიძე რადგან შენში მიზანი გაჩნდა მიზანი რომელიც ძალიან ბოროტულია მაგრამ ამან სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნა. მიზანი: "შურისძიება"




Stay or go –
I can't stand it anymore
You must know - me or her
You are wavering and that hurts

I will not die when you leave me,
I will not cry – you can believe me
Night after night I am waiting for you,
Night after night I am longing for you -
For your touch, for your love

Stay or go –
You need us both, I know
 She's your love, that's true,
But I'm not made to share my love with her

I will not die when you leave me,
I will not cry – you can believe me
Night after night I am waiting for you,
Night after night I am longing for you -
For your touch, for your love

No comments:

Post a Comment