რატომ დამტვრეული ქალი რომელიც ლამაზიცაა სევდიანიც და ვნებიანიც?
იმიტომ რომ ესეთია ჩემი ცხოვრება დალეწილი ნამსხვრევებად,
მაგრამ მე ისევ ამაყად ვიყურები ამნამსხვრევებიდან!!!
სახელის ისტორია კი ერთ ფილმს უკავშირდება რომელმაც გადააბრუნა ჩემთვის გაგება და სამყარო და ეს ფილმი ჩემი მოსახელეა თუ მე ვარ მისი მოსახელე ნუ ეს ალბათ ნაკლებად საინტერესოა, რატომ ორმაგი სახელი? როგორც წეღან ზემოთაღნიშნულ 13-ს ვუთხარი მეც ხომ ჩემი სახელივით ორმაგი ვარ.
ერთი მე: იზვრაშენკა, გარყვნილი, უდიდესი ფანტაზიებით და შესაძლებლობებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით ამ დარგში (ამეებზე ცალკე ბლოგებში ვისაუბრებთ და კი ისევ ინტრიგა ))))) ასევე ბისექსუალკა და კიდევ ბევრი ამგვარი რამ მოკლედ ამორალი ქალი.
მეორე მე: ერთგული,მიმნდობი, დამთმობი, მოსიყვარულე, თბილი, ყურადღებიანი და უბრალოდ ხალისიანი და საყვარელი. (არა თავს არ ვიქებ უბრალოდ ასე მახასიათებენ ხოლმე ისენი ვინც ჩემს მეორე მეს არ იცნობს).
გაგიკვირდათ ხომ? როგორ თავსდება ეს 2 საპირისპირო ადამიანი ერთმანეთში? და ვინ გითხრათ რო თავსდება? :))) თავიდან სრული ორთაბრძოლა და ომი მიმდინარეობდა მერე კი გამოსავალი იპოვეს შეეგუვნენ ერთმანეთს და ხან ერთი აქტიურობს ხან მეორე ეს ცხოვრების ეტაპებია რასაც ასევე ჩემს ბლოგებში ნახავთ.
ხო მე არ მითქვამს რომ ვარ 25 წლის გოგო (თუ ქალი რა მნიშვნელობა აქვს :))) საკმაოდ აქტიური კარიერით დედისერთა დამოუკიდებელი ჯიუტი და ხანდახან თავნებაც :)))) მშობლების ნანატრი და გაფუფუნებულიც კი მარა არა თავში ავარდნილი და არა ეგოისტი. ამ ყველაფრის მიუხედავად საშინლად მარტოსული და გულგატეხილი სულ გაყინული. ყინულის დედოფალი გავხდი რატომ? ესაც ერთერთი ბლოგის თემა იქნება. (ამდენი ინტრიგა მეტისმეტია ხომ? )))))) გაგიკვირდათ ასაკიც ალბათ? იკითხავთ ალბათ 25 წლისას ამდენი რა გაქ სათქმელი და მოსაყოლიო ხო? იმაზე მეტი ვიდრე გგონიათ.
ზოგი ჩემი ბლოგების შემდეგ ცუდად ილაპარაკებს ჩემზე ზოგი კარგს დაინახავს ზოგისთვის გაკვეთილი იქნება ზოგი შეიძლება შეურაწყოფაზეც კი გადავიდეს მაგრამ ბევრი ისეთს წაიკითხავს მხოლოდ ფანტაზიებში თუ ჰქონია ან საერთოდაც მანდამდეც ვერ მისულა. ზოგისთვის ჩემი ცხოვრება ტრაგედია იქნება ზოგისთვის კომედია ზოგისთვის დრამა მელოდრამაც კი ზოგისთვის კი ეროტიკა ან პორნოც კი. უბრალოდ ნუ შეხედავთ ამას უბრალო თვალით მე შევძელი ვყოფილიყავი ის და მეკეთებინა ის რაც მაინტერესებდა და ვიყავი. ბევრს აქვს ამის გამბედაობა მითუმეტეს საქართველოში და თბილისში? ყველაფერ ცუდს ხომ კარგი მხარეც აქვს შევძლოთ ადამიანებმა ამ კარგი მხარის დანახვა. ყველაფრიდან შეიძლება მიიღო გაკვეთილი და და აიღო კარგი მაგალითი ამბობს ხოლმე დედაჩემი ხოდა თქვენც შეძელით. იქნებ ვინმემ ჩემნაირი შეცდომები არ დაუშვას ესეთი თუნდაც ერთი ადამიანი რომ აღმოჩნდეს მაშინ ჩემს ბლოგს აზრი ექნება.
ეხლა ღამის 01:44 საათია მისტერ 13-მაც ვეღარ გაუძლო და საწოლს მიაშურა. თუმც სმს-ები არ წყდება. თან ინტერესით ფიქრობს რას ვწერ და რას დავწერ მასზე. ცოტა მოთმინება შემოგევლე სულ ცოტა. (მადლობა ჩემს გვერდით დგომისთვის კიდევ ერთხელ და ამ ბლოგის გახსნის იდეისთვის რომ გული გადავაყოლო :* )
ამით ჩემს პატარა გაცნობა ბლოგს დავასრულებ დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ უფრო კონკრეტულად და თავგადასავლებით სავსე.
მადლობა მკითხველს ვინც ჩემი ნაბოდვარის ბოლომდე წაკითხვა მოახერხეთ.
P.S. "ცოდვაა სიბრძნე და სიკეთე, რომელსაც დამფასებელი არ გამოუჩნდება."
No comments:
Post a Comment