დავიწყოთ იმით რაც ბოლოს განვითარდა ახალია ტრაგედიაა და ჯერ გონს ვერ მოვსულვარ და თავი ისევ სიზმარში მგონია.
ერთერთ საიტზე შემთხვევით გავიცანი ბიჭი რომელმაც უბრალოდ გაიგო ჩემი ტკივილები ჩემი მარტოსულობა ჩემი პრობლემები და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს სულიერებასთან. ხოდა ტელეფონი დავუტოვე თან ვთხხოვე ცუდად არ ეფიქრა ჩემზე. ხო ვიცი გაგიკვირდებათ ახალ გაცნობილს გულს უშლი ტელეფონს აძლევ და კიდევ ცუდად არ უნდა იფიქროსო? მაგრამ ეს ჩემთვის რაღაც სხვანაირი იყო აი სულიერი ახლო გულის მეგობარი ნუ როგორც გინდათ ისე დაარქვით. იმ საღამოსვე შედგა ჩვენი სატელეფონო საუბარი. უცნაური ხმის ტემბრი ჰქონდა და მომეწონა დამამშვიდა რაღაცნაირად თავი დაცულად და ქალად მაგრძნობინა ხო ხმის ტემბრმა იტყვით გაგიჟდაო არა? არა სულაც არა ასეც ხდება თურმე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.რატომღაც თავიდან ბოლომდე გავაშიშვლე ჩემი სული გული და ტკივილები მასთან ისაც ძალიან თბილი ყურადღებიანი მოსიყვარულე გამგები ადამიანი აღმოჩნდა (თურმე სად ვბანაობ არადა) გამიგო მიმეფერა მანუგეშა მესაუბრა ბევრი და მეც დავიჯერე რომ ის ის იყო ის ერთადერთო რომელთანაც სულმა და გულმა სიახლოვე იგრძნო თითქოს ის ჩემი ნაწილი იყო. ამის შემდეგ ერთი კვირა ასე განუწყვეტლივ ვსაუბრობდით საათობით ვერ ვთმობდით ერთმანეთს თითქოს. ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს პრობლემები ჰქონდა და ფინანსურადაც გაჭედილი იყო ძალიან. გავუზიარეთ ერთმანეთს მუსიკისადმი სიყვარული და ის საყვარელი მუსიკა რასაც ხშირად ტელეფონით საუბრისას ორივე ვისმენდით მასზე ზარად დავაყენე.
ერთ დღესაც სამსახურში მყოფს ეს მელოდია შემომესმა. ის რეკავს გავიფიქრე და გავიქეცი ტელეფონისკენ. მომიკითა მოვიკითხე და მეუბნება.
- იცი ეხლა სად ვარ?
- არა სად ხარ?
- შენს სამსახურთან ბანკში გამოვყევი ახლობელს.
მივხვდი რომ უნდა მეთქვა მოდი შემომირბინე თქო და ასეც მოვიქეცი.
- კაი მოვამთავრებთ აქ საქმეს და მოვალთ ყავას ხო დაგვალევინებ? დაასრულა მან ამით საუუბარი და მეც გული ამიჩქროლდა. ნუთუ ასე ხდება? სურპრიზი იყო და თანაც როგორი.
რამოდენიმე წუთში მართლაც მოვიდა თავის ნათესავთან ერთად და ვისაუბრეთ ყავა დალიეს მე ნომერი მივეცი ლაილაის ერთანირი ნომრები ავიღეთ. მოკლედ ეს იყო დასაწყისი რაღაც სასწაული უშველებელი გრძნობისა. რძნობისა რომელისაც საშინლად მეშინოდა რომელშიც ვიცოდი რომ არ მიმართლებდა და რომელიც ალბათ თავიდანვე ვხვდებოდი რომ ერთერთი იქნებოდა რომელიც ბოლომდე გამანადგურებდა და რწმენას დამიკარგავდა და სიცოცხლის ხალისს მაგრამ ხომ იცით "არსებობს სიმართლე რომლის დაჯერებაც არ გინდა და არ იჯერებ და არსებობს ტყუილი რომლის დაჯერებაც გინდა და იჯერებ" ხოდა მეც დავიჯერე მივეცი თავს ერთი ბოლო შანსი იმისა რომ გადაშვებულიყო ამ მორევში. ყველაფერი მოვუყევი ჩემი წინა წარუმატებელი სიყვარულების და ურთიერთობების შესახებ ჩემი გაუპატიურების ისტორია რომელმაც 17 წლის ასაკში ცხოვრება დამინგრია და კოშმარად მიქცია. თვითონაც ყველაფერი მომიყვა და სულ მიყვებოდა ხოლმე. ვთხოვე არასოდეს არ გვეთქვა ერთმანეთისთვის ტყუილი და დავპირდით ერთმანეთს მწარე სიმართლეს ვიდრე ტკბილ ტყუილს.
მომიყვა რომ ციხეში იჯდა სამი წელი რაღაც ყაჩაღობის თუ ხულიგნობის გამო მომიყვა ისტორიებს რაც გადახდა შიგნით თუ გარეთ მომიყვა სიყვარულზე მომიყვა მეგობრებზე მოკლედ თავიდან ბოლომდე გავიხსენით და ისე დავიწყეთ ურთიერთობა.
გავიცანი მისი მშობლები ძალიან შემიყვარეს და ძალიან შევიყვარე სულს დავუთმობ დღემდე ისე მიყვარან. ჩემმა მშობლებმაც გაიცნეს და მოეწონათ თავიდან შემდეგ კი დედაჩემმა თვალი დაადგა აიძულა მეუბნებოდა არაა ეგ ის ვინც შენ გგონია დროზე მოდი გონს გაგანადგურებსო. რა დაემართა ამ ქალს თქო ვფიქრობდი ასე რატო შეიძულა თქო და ჩვენს შორისაც დაიძაბა ურთიერთობა. ძუ ლომივით ვიხავდი ჩემს სიყვარულს და ჩემს უკვე საქმროს. მაგრამ თურმე დედა არ ტყუის.
ძალიან თბილად, სათუთად, ნაზად, მთელი სიყვარულით და სითბოთი მექცეოდა. მეც არანაკლებს ვაბრუნებდი უკან ულამაზესი დღეები საღამოები და თვეები გვქონდა მანამ სანამ....
ჩვენი გაცნობა შედგა ბედობას ხოლო ჩვენი შეხვედრა 12 იანვარს. სულ ვამბობდი 2 ჩემი ბედნიერი რიცხვია და მოდი ქორწილი 22-ში იყოს თქო. ხო მივედით აქამდე მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
მოხდა აპრილში საშინელება მის თავს და გამზრდელი ბიძა დაეღუპა რომელიც დიდი ხანი ავადმყოფობდა თავში სიმსივნის გამო. სულ დაიშალა გაიბზარა ადამიანს აგარ ჰგავდა ვეგარ აზროვნებდა ის ადამიანი რომელიც მე გავიცანი იქ მაშინ მოკვდა.
ჩემს წინაშე ამის შემდეგ აღმჩნდა სულ სხვა პიროვნება ცივი, გაყინული, არანაირი თბილი სიტყვა მოფერებაზეც კი უარს იძახდა თუ მანამდე ჩემს კოცნაზე აკანკალებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ხელში შემრჩა უყურადღებო უხეში ადამიანი რომელიც შოკს მგვრიდა პანიკაში მაგდებდა მისი ეს საქციელი და ასეთი გარდატეხა თვითონაც თითქოს გრძნობდა მეუბნებოდა გაივლის დრო გადამივლის და ყველაფერი კარგად იქნებაო მაგრამ ასე არ მოხდა.
იყო ბევრი კამათი ტყუილებზე მის ყოფილ ნაშებზე და საინტერესო ფაქტი დავაფიქსირე მაშინ როდესაც შემთხვევით ჩემს ნოუთბუქში FaceBook დარჩა ჩართული. მიმოწერა მასსა და ვიღაც გოგოს შორის სიყვარულის ფიცი მტკიცი ამის მხრიდან და დიდი თავის დაფასება იმის მხრიდან ამან ცოტა არ იყოს შემაცბუნა მაგრამ არ შევიმჩნიე და ლაპარაკში გავუტარე მეთქი ეს ვინაა და ეგო ის არისო ვინც უნდა ვიხმარო და სანამ ამას არ გავაკეთებ არ მოვისვენებო შენ დაიკიდეო მე ხომ შენს გვერდით ვარ და შენ მიყვარხარო მაგას საჭიროა მასე რო ველაპარაკო ბოლომდე უნდა გავამწაროო და მეც გავჩერდი თუმცა ეჭვი რაც დამეწყო მას მერე აღარ გაჩერებულა და მართალიც ვიყავი.
ჩვენი ურთიერთობა იმდენად კარგად მიდიოდა რომ მისი მშობლები უკვე ემზადებოდნენ ჩემი სახლში მიყვანისთვის ყველაფერი ასე თუ ისე კარგად იყო ხანდახან კი ურევდა ხასიათში თან საოცრად მაგრამ ვითმენდი. ყველა ამბობდა ამას რაღაც სჭირს ვიღაცამ რაღაცა გაუკეთა ან აჭამაო და ბოლოს თვითონაც ატყობდა თავის თავს უცნაურ ქცევებს.
ფინანსურად ჩავარდნილი იყო არაფერს საქმიანობდა ამიტომ წამყვანი მე ვიყავი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ამას ჩემთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი იმისა რომ მისთვის ჰქონდა ამ ბოლო დღეებში მომხდარმა მოვლენებმა გამიჩინა.
გაგრძელება იქნება ......... :)))))
P.S. "უნდა შეგეძლოს დახურო უინტერესო წიგნი .. ადგე და წამოხვიდე მოსაწყენი თეატრიდან და მიატოვო ადამიანები ვინც სათანადოთ ვერ დაგაფასა!.."
No comments:
Post a Comment