Sunday, September 9, 2012

სიყვარული ქცეული ტრაგედიად 3 (დროებითი დასასრული)




არ მინდა მოსაბეზრებლად გაიწელოს ეს ჩემი თავგადასავალი თუმცა რაც დღეს გავიგე და რა გადაწყვეტილებაც დღეს მომწიფდა ჩემს თავში ალბათ სიგიჟეა მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

იმ აუგი და ამასთანავე სასწაული დაბადების დღის მერე თითქოს ისევ დალაგდა ყველაფერი.ბუნებაში გასვლები მეგობრებთან ერთად და ხანდახან მარტოც. ხო იციტ მიყვარს როდესაც სვავს უფრო თბილი და ყურადღებიანი მოსიყვარულე ხდება ხოლმე და მეც მიზეზებს არ ვლევდი რო დაელია :))) გამოდის რო გავალოთე? არაუშავს მასეც მოუხდება :)))) ყველაფერი ძალიან ლამაზი და კარგი იყო მანამ სანამ ერთ დღესხაც ჩემს სოფელში ასვლა გადავწყვიტეთ.

სულ მეწუწუნებოდა დასვენება არ იციო გაგიჟდებიო მასეო ხოდა ერთ დღესაც ადრე გამოვედი სამსახურიდან მანქანით მომაკითხა და წყნეთში გადავწყვიტეთ წაასვლა თუმც მალევე გადავიფიქრეთ და მცხეთისკენ წავედით გზად კი რაღა დარჩა ბარემ შენს სოფელში ავიდეთ მამაშენთანო. ხოდა ავიდეთ თქო. ისეთი გადაღლილი ვიყავი გავითიშე და ნატახტარისკენ წასვლის მაგივრად დასავლეთის გზას დავადექით და ლამის გორში მოვედი გონს რომ ეს ის არ იყო )))))))))

მოკლედ როგორც იქნა საყიდლები ვიყიდეთ და მამიკოს სურპრზი მოვუწყვეთ სიხარულისაგან გაგიჟდა მამა ძმაკაცებს დაუძახა და მოვუსხედით სუფრას. მოკლედ ძალიან შემხიარულდნენ და კაი დრო ვატარეთ დაძინებამ კი ერთ ოთაქხში მოგვიწია და რაღა დასამალია და ერთ საწოლში არა განა სხვა ოთახები და საწოლები არ იყო მაგრამ ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე :))))

დედაჩემმა რომ გაიგო რომ იქ დავჩით გათხოვილად მომნათლა :))))) მეორე დილით ძლივს ავწიეთ თავები ზევით და მალევე თბილისს გამოვეშურეთ მე სამსახური მიხმობდა. დედაჩემმა პრეტენზიით დარეკა იმათთან წახვალ ალბათ უკვეო. ხო ნუ ძალიან თავისებური ქალია და ერთ ერთ პოსტს ჩვენს ურთიერთობასაც დავუთმობ.

საღამოს სახლში მოსულს ბიძაჩემების  (4 ბიძა მყავს) ბიცოლაჩემების და ბებიაჩემის დიდი კოსილიუმი დამხვდა მოწვეული ჩემს ვოიაჟზე და იყო ერთი სჯა ბაასი და დასკვნების გამოტანა რომ ვიწექით ერთად და დროა გავთხოვდე და წამიყვანოს :))))

ამის გამგონე ჩემი საქმრო ელვის სისწაფით ჩემს ოჯახში გაჩნდა ჩემი პატიოსნებ ის სიყვარულის და ჩვენი ინტერესების დასაცავად რამაც ყველა გააკვირვა და ყველას გამოუცხადა ჩემი საცოლეა და დალაგდითო ნუ იტოგში ასე გამოვიდა. ბიძებმაც უკვე დიდები არიანო და თავის საქმის თვითონ იციანო და როგორც მოვიდნენ ისევე წავიდნენ. ძუ ლომივით ვიცავდი საკუთარ სიყვარულს და ზედმეტს არავის ვაბედინებდი. ამ დღეს ჩატყდა ხიდი ჩემს საქმროსა და დედაჩემს შორის.

გაგრძელდა ურთიერთობა დედამისი გვესტუმრა სახლში და ჩემი მათ ოჯახში სტუმრობა უკვე იმდენად გახშირდა რომ მირეკავდა სადედამტილო და მეჩხუბებოდა მომენატრე სად ხარო.

ასე გადიოდა დრო თითქოს ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ოდნოებზე ხდებოდა სასწაულები მისი საიტი სხვას ჰქონდა ამომშალა იმან დამბლოკა და ათასი ამბები იკითხავთ რა შუაშია და რამ გაგამწარაო? მალე ჩემი მონაყოლიდან მიხვდებით რომ შუაშია. მიკრძალავდა ჩვენი სურათების ოდნოებში განთავსებას და იყო ერთი დავიდარაბა ამაზე. გააუქმა ერთი ადნო და სასწაულად სხვა იდენტური ადნო გაჩნდა რომლის არც შექმნის ისტორია და არც პაროლი ჩემმა ვაჟბატონმა არ იცოდა. როგორც შემდეგში გავარკვიე გოგო რომელიც დღემდე მის საყვარლად შეყვარებულად ნაშად თუ რავიცი რად ითვლება და რომელსაც ვერ თმობს ჯიგარი მის ადნოებს იყენებს და მეც დავეკონტაქტე ამ გოგოს და აღმოჩნდა რომ მე ვინ ვარ თავი და თავი ჩემი საქმროს ცხოვრებაში ეგ ყოფილა. მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი რო ვერ იყო ყველაფერი ჯანზე მაგრამ.....

მოკლედ ვურეკავ და ვეკითხები რა ხდება როგორ ხარ თქო დილაა. თურმე ქალბატონ "მას" დაუსწვრია დარეკვა და ეს ჩემი ვაჟბატონი ალესილი ხმალივით დამხვდა ვის და რატო ელაპარაკებიო შენ მაგის უფლება ვინ მოგცაო მეტქი ჩემს თავს ის გირჩევნია ვისი გულისთვის მეჩხუბები თქო და დავშორდით თუმც იმ დღესვე შევრიგდით. ეს გოგო აღმოჩნდა სწორედ ის ვისაც ფეისზე სიყვარულის ფიცი მტკიცს უმტკიცებდა.

დიახ გაგიკვირდათ? და უარესსაც გეტყვით ეს ურთიერთობა არც ახალი დაწყებული არ იყო და არც დამთავრებას აპირებს  თუმცა რატომ არ აპირებს დამთავრებას ამას მოგვიანებით გავიგებთ.

წავუყენე პრეტენზია ან ეგ ოდნო გაუქმდეს იმ გოგოიანად ან კიდე კარგად ბრძანდებოდე მეთქი. არ გავაუქმებინებ უნდა ჰქონდესო და აქ გადამეკეტა ვინაა ის არაქალი იმას რატო უნდა ჰქონდეს მეთქი და შენ ჩემი ნერვები და ჯანმრთელობა რად გიღირს ხომ შევთანცმდით რომ ჩემს გაუქმებასთან ერთად შენც გააუქმებდი ოდნოს და სადაა ასრულებული პირობა თქო. მოკლედ ბევრი ჩხუბის შემდეგ გაუქმდა ეს ოდნო და თითქს მეც დავწყნარდი აღარც მქონია და არც მიფიქრია თუ ეს გოგო ამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი იქნებოდა მასზე.

მეორე დიდი სისასტიკე სულ ერთი თვეც არ გასულა რაც მოხდა. მასთან სახლში ვიყავით მეც დედამისიც მისი დეიდაშვილიც და რაღაცაზე შევკამათდით მერე ჩაცმა დაიწყო და სად მიდიხარ ჩემზე უკეთესგან თქო და ახტა დახტა და ყელში მწვდა პირდაპირ. კამის მიწა გამისკდა. ცრემლები გადმომცვივდა ის კი ისევ ბუინობდა და სახლიდან გავარდა. დედამისი ჭკუიდან შეიშალა მამამისი რომ მოვიდა გაგიჟდა. როგორ ვაპატიე ან რატომ გიკვირთ? კი ნამდვილად ვაპატიე მაგრამ არ დამვიწყებია არცერთი წყენა მისგან.

თითქოს გაიაზრა ინანა დედამისთან იტირა ჩემზე უთქვამს კი არ მიყვარს რაღაც სიგიჟე მჭირს მაგაზე ისე მიყვარსო მაგრამ მე მიკვირს დღევანდელი გარკვეული სიტუაციიდან და გადმოსახედიდან ამხელა ფარსს როგორ თამაშობდა ეს ბიჭი. მაგრამ ეხლა ჩემი დროა.

დავუბრუნდეთ ისევ იმ ავბედით დღეს სამშაბათი 3 სექტემბერი დილით მასთან გავედი ჩემი ლეპტოპით სამუშაო იყო ბევრი და უნდა დამხმარებოდა მაგრამ წინა დღის ნამთვრალევმა ვერაფერი გააკეთა რა თქმა უნდა. საჭმელი ავიტანეთ ლუდიც ავაყოლეთ და დავჯექით. სრულიად უმიზეზოდ ფორუმ.გე გახნილი მქონდა და ნახა პირადი გზავნილი მოსულიყო და დაიწყო ბუინობა შენ ცომ ამ ინტერნეტ სივრცეს ვერ მოგაშორეო გაოცებულმა ვუყურე რას გიშლის ეს ხომ ჩვეულებრივი საიტია სადაც ერთმანეთს ადამიანები ყველა სფეროში და დარგში გამოცდილებას უზიარებენ ეხლარებიან ან ამხნევებან და ათასი რამ რამ გაგამწარა თქო და გაუტია მეც აივანზე გამოვედი მინერალური წყლის ბოთლით ხელში ცოტა დაწყბარდეს თქო ვიფიქრე და გამოვერიდე. სასწაული დაემართა წამოვარდა სკამიდან გამომატრია ბალკონიდან გიჟს გავდა და სილა გამარტყა მთელი გამეტებით თვალს დამიბნელდა და ვერ მივხვდი რა მოხდა პირველს მეორე მოყვა შენ ბოზი ხარ ეძებ იქ ვიღაცეებსო ვერ დაწყნარდიო მეორეს მესამე მოყვა და მეც წონასწორობა დავკარგე და წავიქეცი სისხლი წამომივიდა პირიდანაც და ტუჩიდანაც. წამომაყენა შევვარდი აბაზანაში და სისხლი რომ დაინახა ცოტა შეცბა მაგრამ უკან არ დაუხევია. და სისხლის დანახვაზე რო წამოვენთე რაც იყო და არ იყო სათქმელი ყველაფერი ვუთხარი დავიწყე ჩემი ნივთების აღება შენთან საქმე აღარ მაქვს მეთქი და ისევ გამარტყა აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და ლეპტოპი მტელი ზალით მოვუქნიე კინაღამ მოხვდა და ხელჩართული ბრძოლაც გაიმართა არ ელოდა ჩემგან ამას და ცოტა გაკვირვება ეხატა სახეზე. აი რა დონემდე დავეცი ჩემი უკიდეგანო სიყვარულით ნდობით და სიდებილით. ამიტომაც პატარა თხოვნა ათასჯერ დაფიქრდით ათასჯერ გამოცადეთ ყველა სიტუაციაში და მერე შეიყვარეთ რომ ჩემნაირად არ დაგემართოთ.

ვენების გადაჭრა ვცადე მაგრამ წვერსაპარსმა დიდი ვერაფერი მოახდინა ეს რომ დამინახა სულ გაცოფდა ეხლა გასეავლი ეგ როგორ უნდა გააკეტოვო და წამლები გამოიტანა და დალია იმ მომენტში ხელიც არ გამინძრევია მის შესაძერებლად ღიმილით ვუყურებდი. იმ მომენტში ჩემში ყველაფერი გაიყინა და სულერთი გახდა. ოთახიდან რომ გავიდა მეც დავლიე მაგრამ ხომ გაგიგონიათ სიკვდილი თუ არ გიწერია არარსებობს ძალით მოიყვანო. ამასობაში მის ძმააცს დავეკონტაქტე ამოდით მიხედეთ თავს იკლავს ჩემი ცემის მერე თქო და გაგიჟდა ამასობაში დედამისიც მოვიდა და უკვე საქმის კურში იყო იმ ძმაკაცს დაერეკა დროზე მიდით სახლშიო და სულ გაგიჟდა ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა და მისდგა და მისდგა თავის შვილს. ისაც ცოტახანი და სულ გასულელდა ისევ გამოიწია ჩემსკენ დედამისი აკავებდა მაგრამ ერთი მაინც მომხვდა. გაეთრიე ჩემი სახლიდანო ყვიროდა დედამისი ეს კიდევ მუქარას მუქარაზე მესროდა ბოტასი გამომიქანა ფეხში მომხვდა და მერე დანაზე გავარდა მოგკლავო. დედამისმა ხელი მომკიდა და სადარბაზოში გამაგდო და კარები მიიხურა მეც ზედა სარტულზე ჩამოვჯექი და ჩემი ბედის გამოტირებას მივყავი ხელი. ვტიროდი ჩემს თავს, ჩემს სიბრმავეს, ჩემს სიყვარულს. ჩემს ნდობას. ჩემს დამცურებას, გათელვას. სიამაყეს და სიცოცხლეს. დიდი ხანი ისმოდა სახლიდან წივილის და ღრიალის ხმა რომელიც მალე ტირილში გადაიზარდა. მამამისის მოსვლას დაველოდე და უკან შევყევი რომ ჩემი ნიმვთები ამეღო და სამუდამოდ წამოვსულიყავი იქედან.მამამისი პირდაპირ ყელში ეცა რას მიკეთებ აღარ შემიძლია კაცი არ ხარო? და ასე დავტოვე და წამოვედი ცრემლებით. ქვეყანა მძულდა ლოყები მიხურდა ხელები მტკიოდა თვალებს ზემოთ ვერ ვწევდი. იქ მორჩა ჩემში ყელაფერი ადამიანური იქ დამთავრდა პატივისცემა და რიდი იმ ადამიანის მიმართ.

იქიდან დაიწყო ჩემში ფერისცვალება სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ამას ის დაემატა რომ ოდნოებში მისი სახელი ისევ გააქტუირდა ოღონდ ამჟერად მისი ფოტოები იმ გოგოსთან ჩახუტებული დაიდო და თან არაერთი მცხეთაში ნაგულავები და ეს ის პერიოდია როცა ჩვენ რთად ვართ და კარგად ვართ. დიახ ორმაგი თამაშის მონაწილე ვიყავით მეც და ისაც. ამან სულ არია ჩემში ყველაფერი, დღისით ცრემლად ვიღვრებოდი ღამით კი სურათები მელანდებოდა ჩახუტებულები ერთად და ლოგინში შეშლილივით ვხტოდი. მაგრამ რაც მეტად მძულდა მით მეტად მიყვარდა და მენატრებოდა.

დღეს მოხდა ჩვენი საუბარი აშკარა იყო რომ იმ დონეზე დაცემულა და განადგურებულა შემეცოდა კიდეც მემგონი კაიფშიც იყო და გამომიცხადა რომ ის ქალბატონი მისი ცხოვრების ქალია და სანამ ცოცხალია და შეუძლია არ და ვერ დათმობს და მეც ვუყვარვარ ძალიან. ციტატას მოვიშველიებ "როცა მასთან ვარ შენს თავს მავიწყებს და როცა შენთან ვარ ის მავიწყდება" ბრძანა და ნაჯახის ჩარტყმა მერჩივნა ამის გაგონებას. ეს იყო უსაშინლესი რამ რაც გავიგე. და მეც ვუპასუხე. თანახმა ვარ იყოს ისაც მაგრამ თუ შეძლებ ჩემთან იმ ურთიერთობას რაც გვქონდა თქო. გონზე ვერ მოდიოდა გაკვირვებისგან და ალბათ ჯერაც ვერ მოდის, აქ გაჩნდა ორი პირობა ჩვენ დავქორწინდებით ისე როგორც დაგაგმილი იყო მაგრამ ფიზიკური კონტაქტი ანუ სექსი არ გვექნება სანამ მე არ გავხდები მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი. ძალიან გაგიკვირდათ ხო? თქვენ წარმოიდგინეთ დამთანხმდა. ხვალიდან ახალი ფაზა იწყება და მაინტერესებს რას მოიტანს ეს. მიზეზი კი ერთადერთია.გგონიათ ეხლა დავწერ სიყვარულია მიზეზი და უიმისოდ არ შემიძლია ცხოვრება თქო? არა მიზეზი შურისძიებაა მხოლოდ. როგორ ვაპირებ ამას? ამას ნელნელა სიტუაცია და დრო მიჩვენებს და თქვენს ნელნელა გაეცნობით.

რაც შემეხება მე? მე გავნთავისუფლდი ყველანაირი მოვალეობებისგან დამოკიდებულებებისგან და "მისგან" რაც მთავარია. თავისუფალი ვარ და ვიქნები და თუ გამიმართლა და ცხოვრების სიყვარული ვიპოვე  ჩემს ბედნიერებას სინდისის ქენჯვნის გარეშე ავაწყობ.

მანამდე კი ჩემი ბიზნესია მისახედი  და მაგ საქმეს შევუდგები. გავხდები ძლიერი დამოუკიდებელი ყველანაირად ქალი და მერე მაგისთანებს როგორ უნდა მოვექცე თქვენც გაგიზიარებთ მანამდე კი ჩემს ტვინში შურისძიება შფოთავს და გეგმები უამრავი.

ბევრი ბოროტ არსებად ჩამთვლის მაგრამ გახოვდეთ თავი არავის დააჩაგვრინოთ. ისე ატკინეთ რომ მეორეჯერ თქვენთცის კი არა თქვენი სქესის წარმომადგენლებისთვის ტკენის სურვილი არ გაუჩნდეს. ებრძოლეთ თავისივე იარაღით.


გაგრძელებას დრო მოგვიტანს.............

P.S. "შურისძიება ის კერძია რომელიც ცივად უნდა მიირთვა"

No comments:

Post a Comment