ეჭვიანი? არა არ ვარ პირიქით აკეთოს ის რაც უნდა როცა უნდა და როგორც უნდა მე რას გავაკეთებ დავაბავ თუ რა. კაცია ვინ დაიჭერს და მე ტყუილად ნერვები რატომ ვიშალო? მთავარია ვუყვარვარ ჩემთანაა და რა მნიშვნელობა აქვს ვისთან დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, მაგრამ.....
ეს მიმოწერა სხვანაირი იყო სხვა რამეს გავდა. ტყუილის სუნი იდგა და რაღაცას მალავდა თავისში და ის რომ მე მართალი ვიყავი ბოლოში გაიგებთ...
გააუქმა თავისი გვერდი და აი ეხლა აღარ ინერვიულებო.თითქოს ყველაფერი კარგად იყო მაგრამ გულის სულ რაღაცას მიგრძნობდა. ბოლო ხანებში უცნაური სიზმრები დამჩემდა სულ ერთი და იგივე სიზმარი რომელშიც გარდაცვლილი ნათესავები მეუბნებოდნენ თავს მიხედეო. ეს კიდევ არაფერი ერთ დღესაც როდესაც მისი ოჯახი სხვა სახლში გადავიდა ანუ გაფართოვდნენ რადგან რძლების მოსაყვანად ემზადებოდნენ დედამისთან ერთად სახლს ვალაგებდით ყველაფერმა ჩვენს კისერზე გადაიარა მთელმა ამ ალიაქოთმა და ამ დროს მირეკავს დეიდაშვილი რაიონიდან და მეუბნება გუშინ სიზმარი ვნახე ეხლაც ცუდად ვარო. ყველა ჩვენი გარდაცვლილი ნატესავი ერთად იდგა და მეუბნებოდა მიხედე მაგ გოგოსო. ჟრუანეტლმა დამიარა თმები ყალყზე დამიდგა მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღეები უნდა დამდგარიყო. რომ შემამჩნია სადედამთილომ გაოცდა რა მოგივიდა რა გითხრეს ასეთიო და მოვუყევი გაგიჟდა ქალი დამამშვიდა სანთლები დაანთეო მითხრა და მეც ასე მოვიქეცი თუმცა....
ალბათ არასოდეს ვიფიქრებდი იმას რაც მე დამემართა კი კამათები იყო ხშირად ძალიან ხშირადაც განსაკუთრებით რამოდენიმე მახსენდება და თქვენც მოგიყვებით.
აპრილში დაბადების დღე ჰქონდა და გადავწყვიტე აღმენიშნა მცირედ მაგრამ მაინც. მინდოდა გამომეყვანა მდგომარეობიდან მინდოდა მის სახეზე ისევ ღიმილი დამენახა მინდოდა თვალები ისევ ისეთი გაციოსკროვნებული ჰქონოდა. ამიტომ სურვილი მანქანის ყოლისა ავუსრულე რა თქმა უნდა დაბედების დღემდე მოხდა ეგ მერე მობილური რომელიც მოსეონდა ის ვუყიდე აღარ ვსაუბრობ სხვა ნაყიდ ნივთებზე თუ ტანსაცმელზე ვიცოდი რომ არ ჰქონდა მე კი მქონდა და სულ ვეუბნებოდი შენი და ჩემი რამ გაყო იქნება მომენტი მე დამჭირდება და შენ გექნება და შენი ასატანი გავხდები შენზე კარგს ვის გავუკეთებ რამეს თქო...მოდით დავუბრუნდეთ დაბადების დღეს ეს პირველი შოკი იყო რაც ჩემში მოხდა და მოახდინმა მისმა საქციელმა.
სამსახურიდან ადრე წამოვედი ძმაკაცი მარტო ცხოვრობდა და იქ გადავწყვიტეთ დაბუდება ))) საყიდლები ნაყიდი იყო სუფრა გასაშლელი დამხვდა და რა თქმა უნდა მეც მთელი ხალისით და აზარტით გავშალე სუფრა ჩემს სიცოცხლეს დაბადების დღე ჰქონდა და მეც ბედნიერი ვიყავი საჩუქრის ჩუქება ვერ მოვახერხე (თითქმის ყველაფერი ნაჩუქარი მქონდა და ... )))) ამიტომ თანხა ვაჩუქე.
ჩვეულებრივად მიმდინარეობდა ყველაფერი თუმცა დავაფიქსირესადღეგრძელოს რასაც ვამბობდი უკუ რეაქცია მოყვებოდა ხოლმე და შესწორებები მეწყინა და საერტოდ უსადღეგძელოდ ვსვავდი. მის ძმაკაცს და მე საერთო ნაცნობები აღმოგვაჩნდა და ამაზე ვბაასობდით. ამასობაში შემოგვემატა სრულიაც უხცო 2 ძმაკაცი რომლებზეც არც არაფერი მსმენია და არც ვიცნობდი. რას საქმიანობო ჰკითხეს ჩემს საქმროს და ვმუშაობო და ჰოი საოცრებავ იმათმა გაიკვირვეს და რა გაიკვირვეს როგორო შენ მუშაობო ბიჭოო? რაიყო შენ და ეგეთებიო? და მეწყინა მოვტრიალდი და რა გაგიკვირდათ ნუთუ მუშაობა გრეხია თქო? შემდეგი დიალოგი კი ასე განვითარდა
- ამას არ ეკადრება მუშაობა.
- რატო ვინც ვმუშაობთ ცუდები ვართ და ადამიანები არ ვართ? აბა ვინ არჩენს მას მის ცოლს შვილს ოჯახს? თქვენ?
- აქამდე გვირჩენია ბევჯერ და ეხლაც იგივეს ვიზავთ.
- მე არ მინახიხართ აქამდე და ვინ ხართ არ გიცნობთ და თქვენი რჩენაც მისი არსად მინახავს.
დემონსტრაციულად შევბრუნდი და მის ძმაკაცთან საუბარი გავაგრძელე. რა თქმა უნდა ჩემს საქმროს ეწყინა. ხელში წიქა აიღო და სადღეგრძელოს ამბობდა მითხრა მომისმინეო მეტქი დაიმსახურე და მოგისმენ თქო. მე გამიკვირდა როგორ ერთხელ არ გააჩუმა ის ძმაკაცები რომლებმაც წამაძახეს გარჩენდითო მე რომ ეგ მეთქვა თავპირს გადამჭამდა და მაგაზე განაწყენებულმა ყირადღება არ მივაქციე.
გამწარებულმა ჭიქა მაგიდას დააფშვნა და ზედა გადამექცა ღვინო. გაკვირვებულმა გაოცებული თვალებით ავხედე და ცრემლები და ბოღმა ერთად მომაწვა. წამოვხტი სუფრიდან, აბაზანაში შევვარდი და ისტერიული ტირილი ამივარდა. ვტიროდი იმაზე რომ დამამცირა, ვტიროდი იმაზე რომ ვისი გულისტვის დამამცირა, ვტიროდი იმაზე რომ ამას არ ველოდი და ასე როგორ მოიქცა, ვტიროდი ყველაზე და ყველაფერზე. თითქმის მაშინვე ხმაური ატყდა იმ ოთახში სადაც სუფრა იყო გაწყობილი მალევე გავიგონე ჩემზე კითხულობდა სადააო და მეძებდა ოთახებში აბაზანის კარები დაკეტილი რომ დახვდა მიხვდა იქ ვიყავი და შემოვამტვრევ თუ არ გამიღებო. იცოდა რომ ძალიან დეპრესიული ვარ და უკიდურესად განვიცდი ყველაფერს მერე კი ცუდად ვხდები და ცჰემი ხმა რომ ვერ გაიგონა შემომტვრევა დააპირა ეგონა ალბათ ცუდად ვიყავი.კარები გავაღე თუ არა მიყვირა გაგიჟდი რეებს აკეთებო ჩემს ძმაკაცებს გადააჯვიო და ამაზე სულ გავგიჟდი გულმა მომიჭირა ჰაერს ძლივს ვისუნთქავდი ისეტი სპაზმები მქონდა და შეეშინდა დაწყნარება დამიწყო ჩამეხუტა თავი ამაწევინა და მკიტხა გეზიზგები ხო მითხარიო. უფრო ავტირდი მამშვიდებდა მაწყნარებდა და წამოდი წავიდეთ აქედანო თვითონაც დაიგრუზა და თავისი საქციელიც არ მოეწონა თავის ძმას ჩანთა და ტელეფონი გამოატანინა და გამოვეით ისე ცუდად ვიყავი მეგონა თავზე დამემხო ყველაფერი. მის ასეთ სახეს და გამოვლინებას არ ველოდი. ჩავჯექით მანქანაში და წავედით უმისამართოდ სადღაც მინდორში გავჩერდით და ძალიან ცუდად იყო ვატყობდი მაგრამ ძალა არ მქონდა არაფრის თქმის. ასე მემართება ხოლმე როცა ვბრაზობ. ვუყურებდი როგორც იყო და საკუთარ თავზე მეტად ის მეცოდებოდა. რა ჯანდაბაა ეს სიყვარული ამისთანა რომ საკუთარ თავს გავიწყებს. მომიტრიალდა ჩამიხუტა და ყურში ფრთხილად პირველად მითხრა "მიყვარხარ ჩემი ერთადერტი სიცოცხლე ხარ" და ამით ყველაფერი ადგილებზე დალაგდა ყველაფერი ვაპატიე და რა მითხარი გამიმეორე თქო ვთხოვე და მანაც გამიმეორა. მერე მეფერა ვეფერე და .... დიახ მოხდა ჩვენს შორის სიყვარულის ამოფრქვევა ნუ ეს მესამე იქყო ჩვენს ურთიერთობაში მაგრამ ულამაზესი სიყვარულის დასტური და დამტკიცება მოხდა თითქოს ამით. ქვეყანა ჩემი მეგონა და უბედნიერესი ვიყავი თუმცა გულს მაინც მიფორიაქებდა ის რომ ასე მოიქცა. ალბათ მაშინვე შევცდი და არ უნდა მეპატიებინა ან პატიება გამეწელა რომ მიმხვდარიყო ჩემს ფასს.
გაგრძელება იქნება.......
P.S. "არ დართო ნება პატარა კამათს დაგინგრიოს დიდი სიყვარული"
No comments:
Post a Comment